1771327333
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტში ქსანში, ძეგვსა და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაგრანეთი, ორხევი, ყუდრო, ნაქალაქარი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.










