იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს 07:00-იდან 07:05 საათამდე და 10:55-იდან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭოპორტი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, დავათი, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭარტალი, ფასანაური, დგნალი, ზანდუკი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში წოდორეთი, ლისი, პანტიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში აღმაშენებლის, მესხის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ვაზიანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.