,,ძლიერი ნალექი, თოვლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული” - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ქარბუქი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: 

17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. 

❗️დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა

ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).