თელავში მანქანა 15 წლის გოგოს დაეჯახა
1768575702
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესზე მხარეებმა შუამდგომლობები დააყენეს, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
პროკურორმა რუსეთის მოქალაქეების ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას ჩვენებების საქმეზე დართვა მოითხოვა. დაცვის მხარე კი შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ აღნიშნული მოწმეების გამოკითხვის ოქმები ბევრ ეჭვს იწვევს და არასანდო მტკიცებულებებია.
სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი მიქაძემაც, მისი თქმით მოწმეების ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამება.
სამხარაულის ექსპერტიზის საქმეზე დართვა და ორი ექსპერტის დაკითხვა მოითხოვეს ადვოკატებმა.
მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. ბრალდებამ სამივეს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მოითხოვა. დაცვის მხარის შეფასებით კი მკვლელობის დაკვეთის არანაირი მტკიცებულება საქმეში არაა.
დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე ძებნილები არიან. მკვლელობის შესრულებისთვის გასამართლდა გელა უძილაური. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ჯანგველაძის მკვლელობის დაკვეთის საქმეში ფიგურირებს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც.