საქართველოს ელჩმა ჩეხეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

სიგელები

საქართველოს საგანგებო და  ელჩმა, რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს პრაღის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ცერემონიალის ფარგლებში, პრეზიდენტთან 14 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.

რუსლან აბაშიძემ გამოხატა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას.

ჩეხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.