ახალი დეტალები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე
1768399238
ადამიანის სიმწიფის მთავარი მაჩვენებელი საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღების უნარია. როცა მუდმივად მშობელი იღებს ამ პასუხისმგებლობას, შვილს ეს უნარი ვერ განუვითარდება. შემდეგ ექნება თავდაჯერებულობის ნაკლებობა, ყველაფერი რომ სხვას უნდა ჰკითხოს, ყველაფერი სხვას უნდა გადააბრალოს.,- ამის შესახებ ფსქოლოგი ქეთი თავართქილაძე საუბრობს და თავისი პრაქტიკიდან საინტერესო შემთხვევას იხსენებს.
„მაშინ ბავშვებთან ვმუშაობდი. დაირეკა ზარი. დედა ამბობდა: "მინდა მივიყვანო თქვენთან ბავშვი. ძალიან შეიცვალა ბოლო დროს, ჩემთვის უცნობი მეგობრები შეიძინა, სახლში გვიან მოდის, ხან ალკოჰოლის სუნი აქვს"... მე ჩავთვალე, რომ არის თინეიჯერი. დედა დავამშვიდე. ვუთხარი, რომ ისეთი არაფერია, ჩავინიშნოთ ვიზიტი, ბავშვის ასაკი მითხარით-მეთქი. მითხრა, რომ მისი ბავშვი არის 38 წლის... ეს მოგონილი ამბავი არაა...