„დაფნის ფოთლებზე დაალაგეთ კვერცხი...“ - ეზოთერიკოსის რჩევა, როგორ შევხვდეთ აღდგომას
1775927902
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ტაძარში შეკრებილი მრევლი განსაკუთრებულად ელოდება. სიონის საკათედრო ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა, მრევლი დიდ შაბათს აღნიშნავს. იღებს ზიარებას, ისმენს ქადაგებას და უდიდეს დღესასწაულს სასულიერო პირებთან ერთად აღნიშნავს.
დიდ შაბათს ღვთისმსახურება საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. ამ დღეს, დილის მსახურების დროს, ეკლესიიდან გარდამოხსნას გამოაბრძანებენ და მას საგალობლების თანხლებით შემოატარებენ. იკითხება სახარებიდან ის ნაწილიც, რომელიც ქრისტეს ვნებისა და ჯვარცმის შემდგომ ეპიზოდს ასახავს.
სააღდგომო ლიტურგია წელს სიონის საკათედრო ტაძარში ტარდება. ეს პირველი აღდგომაა პატრიარქის გარეშე. მსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე- მეუფე შიო გაუძღვება. წაიკითხება სააღდგომო ეპისტოლეც, რომელსაც მრევლი მთელი წლის მანძილზე ელოდება. დღევანდელ დღე მართლმადიდებლური სამყაროსთვის სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების მოლოდინია.
სააღდგომო ლიტურგია ზუსტად 11 საათზე დაიწყება. აღდგომის ღამისთვის უფასოდ, გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტიც. 12-13 აპრილისთვის კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტი დაინიშნება, რომელიც მგზავრებს სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს.