„დიდ თამაშთან გვაქვს საქმე...“ - დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება

გურამ დადიანიძე

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც ასე ითარგმნება: „მოვიდა დრო“, „დადგა დრო“.

„ანუ, ცოცხალია… ძალიან უცნაურია ეს პოსტი ამდენი წლის შემდეგ...“, - ეხმიანებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები ოსურ ენაზე დაწერილ პოსტს.

ცნობისთვის, გურიკო დადიანიძის გვერდზე, ბოლო პოსტი 2013 წელს არის გაზიარებული.

გურამის ფეისბუქზე გავრცელებული პოსტიდან რამდენიმე საათში, კობა ახალაძემ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

როგორც ახალაძე აღნიშნავს, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ექაუნთი კახა გელაშვილი. რომელიც ისერჩება სახლებით: „გურიკო“ „ნინი“ და ა.შ.

გადავამოწმეთ ვაიბერზე და ეს სახელი აწერია „Арцыд рæстæг“. ფაქტია, რომ დიდ თამაშთან გვაქვს საქმე და გამოძიება ცხელ კვალზე გაარკვევს“,- ამბობს კობა ახალაძე.