დღეს არის მეცხრე დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან, ასევე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღე – ჩატარდება პარაკლისი“ – იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი

ილია მეორე

 „25 მარტს არის მეცხრე დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებიდან. ასევე, 25 მარტს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა“, – ამის შესახებ იღუმენმა, ლუკა ფალავანდიშვილმა სიონის ტაძართან მედიას განუცხადა.

 მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო გადაიხდის პარაკლისს.

 მისივე განმარტებით, მსახურება 14:00 საათზე დაიწყება.

 ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.

 ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.