დღეიდან საქართველოში გამოიდარებს - ნახეთ, მეტეოროლოგის პროგნოზი

მზიანი ამინდი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:

„გასული დღეები საქართველოში არასტაბილური და გრილი ამინდით გამოირჩეოდა, ტემპერატურამ +30, +35 გრადუსიდან მნიშვნელოვნად დაიკლო და შუადღისთვის +25 გრადუსს არ აღწევდა, კონვექციური ღრუბლიანობა დომინირებდა და მზიან ფანჯრებს კოკისპირული წვიმა ენაცვლებოდა.

საქართველოში ოთხშაბათს – დღისით გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე.

გისურვებთ მხნეობას და სილაღეს“,- წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.