15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1779871266
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ITB China-ს ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. ITB China-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.
გამოფენის წარმატებასა და საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე ამახვილებს ყურადღებას Messe Berlin-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. დევიდ რუეცი ჩინეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას მიესალმება.
"ჩემი დაკვირვებით, ვიზიტორებს ძალიან აინტერესებთ ქართული კულტურა, ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა. რაც ქართველებმა, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ კარგად მოახერხეთ, არის ის, რომ ხალხს აგრძნობინეთ - თქვენ ჩვენი სტუმრები ხართ. ვფიქრობ, სწორედ ესაა მთავარი, რაც გულს ეხება. პირველი დღე ძალიან დატვირთული იყო - ვიზიტორთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა.
ძალიან მიხარია, რომ გუშინ პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესახებ განცხადება გაკეთდა. 15 ივლისიდან ეს მნიშვნელოვანი კავშირი იქნება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ჩინელ მოგზაურს მოემსახურება. მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ჩინელ ტურისტებს იღებს, მზად იყოს მათ მისაღებად. ვფიქრობ, საქართველოს აქ ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ესაა - ისწავლოს ჩინური კულტურისგან, გაიგოს მათი საჭიროებები და მოლოდინები," - აცხადებს Messe Berlin-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, დევიდ რუეცი.