დეკანოზი ანთიმოზი: უდიდესია ჩვენი უწმინდესის ღვაწლი, ჩვენი ერის, ქვეყნის და ზოგადად კაცობრიობის წინაშე

დეკანოზი ანთიმოზი

უდიდესია ჩვენი უწმინდესის ღვაწლი, ჩვენი ერის, ქვეყნის და ზოგადად კაცობრიობის წინაშე, რადგან ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს და მე მჯერა, რომ მისი ლოცვით ჩვენი ქვეყანა გადარჩება, - განაცხადა დეკანოზმა ანთიმოზმა „ქრონიკასთან“ პატრიარქზე საუბრისას.

„მადლობა მას და როგორც გვიყვარდა აქ, უფრო მეტად შევიყვარებთ იქ, როცა მივა უფალთან“, - აღნიშნა მან.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.