დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი გარდაიცვალა

დავით გონაშვილი

64 წლის ასაკში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატი ამ დილით, სპორტულ დარბაზში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა გონაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილს გულის შეტევა დაემართა.

დავით გონაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში , 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე " ქართული ოცნების" საარჩევნო სიით შევიდა.

დეპუტატობის პარალელურად, საკრებულოს წევრი, ფერმერულ საქმიანობასაც ეწეოდა.