1769028379
დედაქალაქის მერის დავალებით, თბილისის მასშტაბით, ტროტუარები თოვლისგან იწმინდება
დედაქალაქის მერის დავალებით, თბილისის მასშტაბით, ტროტუარები თოვლისგან იწმინდება.
"თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, პრიორიტეტები შეიცვალა და ამ ეტაპზე, იწმინდება ქვეითთა ზოლები, იყრება ტექნიკური მარილი. ყველა ქუჩა გახსნილია.
დიდთოვლობის მიუხედავად, თბილისში სატრანსპორტო და საავტომობილო მოძრაობა არ შეზღუდულა.












