„დედაჩემმა რომ დამირეკა, მივხვდი, მთელი ღამე არ სძინებია, ტიროდა...“ - რას იხსენებს სალომე ბარათაშვილი ემიგრანტ დედაზე

სალომე ბარათაშვილი

უკვე თვე-ნახევარია, რაც „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონი დაიწყო და ამაზე საუბარი არ წყდება. რეალითი შოუ ნახვების რეკორდებს ყოველკვირეულად ხსნის. „პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსს“ ისევ ესტუმრა და გთავაზობთ მორიგ ექსკლუზიურ ინტერვიუს ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მონაწილესთან.

სალომე ბარათაშვილი 27 წლისაა. მისი გამორჩეული ხმა და მანერულობა ყველას ყურადღებას იქცევს.

სალომე ბარათაშვილი: - ჩემი სპეციალობა მენეჯმენტია, მაგრამ მაქვს მეორეც - ფინანსები. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებდი, სიამოვნებას არ მანიჭებდა, მაგრამ ბავშვობიდან ყოველთვის თეატრალურში ჩაბარება მინდოდა. ყოველთვის მინდოდა, ჩემი როლი რომ მორჩებოდა, თეატრში თავი ამეწია და მენახა, ხალხი ტაშს როგორ მიკრავდა. უკვე ჩაბარებას რომ ვაპირებდი, ვარჩიე, რომ უფრო პერსპექტიული სპეციალობა ამერჩია. რასაც ვნანობ, ესაა. 

მიხარია, რომ „პრაიმ ჰაუსში“ ვარ. გარეთ რომ გავდივარ, ყველა მცნობს, დადებით კომენტარებს მეუბნებიან, რასაც არ ველოდი. არ ველოდი, რადგან ცოტა აგრესიული გოგო ვჩანვარ, მანერული ვარ, ემოციური, შემიძლია, ხელებით ვილაპარაკო. არ არსებობს ფაქტი, სადაც უსამართლობა არის და მე ჩემი პოზიცია არ მაქვს. სანამ პროექტში შემოვიდოდი, სულ ვამბობდი, რომ ჩემი თავი არ უნდა დამეკარგა. 

მე რომ გარეთ გავდივარ, სულ სხვა სიტუაცია მხვდება. ყველა მეუბნება,  ყოჩაღ, გოგო ხარ და რამდენი შეგიძლიაო. ვფიქრობ, რომ გოგოები ძალიან ძლიერები ვართ. მარტო იმიტომ, რომ ბიჭმა იღრიალოს და მე აქედან საყვარელი გოგოს სახელით გავიდე, ამის უფლებას არავის მივცემ. 

- დედა ემიგრანტი გყავს, როგორია მისი რეაქცია, როცა ეკრანზე გხედავს?

- 17 წლის ძმა მყავს, ჩემი და დაქორწინებულია. ვფიქრობ, უფრო ძლიერი ბოლო 4 წლის წინ გავხდი, როცა დედაჩემი საზღვარგარეთ წავიდა. სანამ დედა აქ იყო, ის აკეთებდა ყველაფერს, ახლა ჩემზე გადმოვიდა. უფრო მეტ რაღაცებს ვაქცევ ყურადღებას. როცა დედა წავიდა, მაშინ ჩემი ძმა 13 წლის იყო, გარდატეხის ასაკში. ძალიან ბევრ რაღაცაზე დავიწყე ერთდროულად ფიქრი. იმაზეც კი ვფიქრობდი, რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო ეზოში. ვიცოდი, რომ სახლში არ უნდა მჯდარიყო სულ... რაღაცები თავადაც უნდა ენახა, თუ ვერ ნახა, ვერ გაიზრდება. 

მე რომ პროექტში შემოვდიოდი, ჩემებმა ადეკვატურად მიიღეს, იციან, როგორი ემოციურიც ვარ. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ჩემი მთავარი ღირებულება ოჯახი და მეგობრები არიან, არ მინდა, რომ მათ იმედი გავუცრუო. არ მინდა ის მნახონ, რაც რეალურად არ ვარ. 

დედაჩემი რომ წასულია და აქ არ არის, ყველაფერს მძაფრად აღიქვამს. მას ისე რომ ვერ ვესაუბრები, როგორც ახლა თქვენ, არ შეუძლია ჩემი ემოციები გაიგოს,საშინელებაა.

ორშაბათის „პრენკი“ იყო საშინელება, გოგამ რომ დაგვიდგა. ეს იყო აგრესია, ზიზღი, ბოროტება. ვითხოვდი, რომ გაფრთხილება მიეცათ. მერე ვიფიქრე, რომ ერთი გაფრთხილებაც და დისკვალიფიკაციაზეა, ამის დონემდე რატომ უნდა დავეცე. 

დედაჩემმა რომ დამირეკა, მივხვდი, მთელი ღამე არ სძინებია და ტიროდა, კინაღამ კისერი მოგაგლიჯა და ეს ვნახეო. „პრენკია“, კარს რომ გააღებ და რაღაც დაგეცემა თავზე. ის, რაც გოგამ გააკეთა, პრენკი არ იყო.