საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს
1762272671
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირი ახალი წევრების მიღებას „გამოსაცდელი ვადით“ გეგმავს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალ წევრებს შეზღუდული უფლებები ექნებათ. როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, გამოსაცდელი პერიოდის დროს ახალ წევრებს ევროკავშირს დაატოვებინებენ, თუ ისინი ბლოკის ყველა პირობას არ დააკმაყოფილებენ.
კოსის განცხადებით, ევროკავშირში არსებობს შიში, რომ ახალმა ქვეყნებმა, შესაძლოა, რუსეთის „ტროას ცხენის“ როლი შეასრულონ.
„ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ რუსები ევროკავშირში უკანა კარიდან შემოვლენ“, - ციტირებს The Financial Times-ი ევროკომისარს. როგორც კოსი აღნიშნავს, ბრიუსელში ეშინიათ, რომ მათ რიგებში გაიზრდება ისეთი ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უნგრეთის მსგავსად იმოქმედებენ და ამრიგად ბრიუსელის რადიკალური პროექტების განხორციელებას ხელს შეუშლიან.
კოსმა აგრეთვე დაადასტურა, რომ ევროკომისია ახალ წესებზე მუშაობს, რომელიც უფლებას მისცემს მას „ევროკავშირის ახალი წევრების უფლებები შეაჩეროს, თუ ისინი კანონის უზენაესობის სტანდარტებს დაარღვევენ“.
ამასთან ერთად, კოსი უარყოფს ბრალდებებს, რომ ევროკავშირს ძველი და ახალი წევრებისთვის განსხვავებული უფლებების მქონე სისტემის შექმნა სურს.