„დედა ეძახდა ბავშვებს, გადახტითო…“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები ფონიჭალის ტრაგედიაზე

აფეთქება ფონიჭალაში

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასა და მის შედეგად გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ თავიდან დედა კონტაქტური იყო და ბავშვებს ეძახდა გადახტითო. 

„დედამ იყვირა გადახტითო, ხმა მესმოდა, ბავშვები ფანჯრიდან გადახტნენ, გადარჩნენ ბავშვები. მერე ჩამოინგრა კედელი“- ამბობს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

✕