დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარეს

დაზვერვა

სენაკში, „სორტას საველე ბანაკის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიტუაციური საველე სწავლება ჩაატარეს.

სწავლებაში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების სარდლობების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

სწავლება, დაზვერვის ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შემოწმებას, საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკულ გამოცდას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული სწავლება, საველე შეკრების - „მსტოვარი 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა და მას გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა. შეკრების მთავარი ამოცანა იყო ქვედანაყოფების მოქმედების შეფასება, საველე დაგეგმარება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და დაზვერვის ტაქტიკურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.