„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა...“ - ცეკვის აკადემია „დიდგორი“
1784198497
6 წლის ალექსანდრე კოშაძეს, რომელსაც საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება, ხვიჩა კვარაცხელიამ ოჯახს 15 ათასი ლარი გადაურიცხა.
„უფალო დალოცე და გაახარე ეს ოქროს ბიჭი ჩემი შვილის თანადგომისთვის. დაუჯერებელი დილა გათენდა ალექსანდრესთვის. ხვიჩა შენ საოცარი ადამიანი ხარ. ამ სიკეთეს უფალი გადაგიხდის“,- წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრეს დედა.
„მე მჯერა… მჯერა იმის, რომ ირგვლივ ბევრი კეთილი ადამიანი მყავს. ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რითაც შევძლებთ სიკეთე დაგიბრუნოთ… უფალი დიდია ასმაგად დაგიბრუნდებათ ყველას…
სამწუხაროდ ამ ეტაპზე, თანხა ძალიან მცირე რაოდენობით არის შეგროვილი, რაც არასაკმარისია ალექსანდრეს თურქეთში წასაყვანად…
ვიცი, შეგაწუხეთ, მაგრამ იცოდეთ და გახსოვდეთ სიკეთე არავის გვაღარიბებს…
უფალმა დაგლოცოთ და მოგმადლოთ ყოველივე საუკეთესო… ჩვენ კი გაგვაძლიეროს ამ მძიმე გზაზე…
სურვილის შემთხვევაში დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
თიბისი- #GE56TB7061245064300046
საქართველო- #GE27BG0000000142717200
მიმღები დედა - მეგი ხასაია
ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!!!“, - წერს ალექსანდრეს დედა.ალექსანდრეს გადასარჩენად ჩარიცხვები ანგარიშზე გრძელდება.