დასახელდა თბილისში ქალის და კაცის ყველაზე პოპულარული სახელები

ხალხი

სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, თბილისში ყველაზე გავრცელებული კაცის სახელი გიორგი არის, ხოლო ქალის - ნინო.

დეტალური მონაცემების თანახმად, რომლებიც მუნიციპალიტეტების მიხედვით არის დალაგებული, დედაქალაქში ოფიციალურად რეგისტრირებულია 65 078 მამაკაცი სახელად გიორგი და 44 057 ქალი სახელით ნინო.

თბილისში კაცების შორის ყველაზე პოპულარული ხუთეული ასეთია:
გიორგი - 65 078;
დავით - 26 355;
ალექსანდრე - 19 769;
ნიკოლოზ - 18 776;
ლუკა - 15 615.

რაც შეეხება ქალის სახელებს, დედაქალაქში ყველაზე ხშირად გვხვდება:ნინო - 44 057;მარიამ - 28 186;თამარ - 21 674;ანა - 20 787;მაია - 15 976.