„დარჩით უსაფრთხოდ... ძლიერი ქარი აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება

ქარიშხალი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, მოსახლეობას აფრთხილებს:

„სანაპირო კურორტებზე ამჟამად არის რთული მეტეო პირობები, რომლებიც შესაძლოა გაძლიერდეს.

გთხოვთ, მოერიდოთ ღია სივრცეებს, სანაპირო ზოლს და დაიცვათ უსაფრთხოების რეკომენდაციები.

ამჟამად ბათუმში ძლიერი ქარიშხალი და ინტენსიური წვიმაა - დარჩით უსაფრთხოდ, დარჩით სითბოში.აქვე გეტყვით - უამინდობა და ძლიერი ქარი საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს.გთხოვთ, წინასწარ მიიღოთ ზომები და მოემზადოთ“,- წერს კობა ფარტენაძე.