„დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი უამრავ ფოტოს დებს სოციალურ ქსელში იმიტომ, რომ შენი დასტური სჭირდება, რომ ლამაზია“ - ფსიქოთერაპევტი ილია ნიკაჭაძე

ილია ნიკაჭაპე

რაში ვლინდება და როგორ ამოვიცნოთ დაბალი თვითშეფასება? - საკითხზე ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, ილია ნიკაჭაძე საუბრობს.

„დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს აქვთ კომპენსატორული მექანიზმი. ისინი რაღაცებს „ჰიპერ“ აკეთებენ. მაგალითად ბევრ საკუთარ ფოტოს დებს სოციალურ ქსელში და რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ შენი დასტური სჭირდება, რომ ლამაზია - „გულებით“, „ლაიქებით“, კომენტარებით დამანახე „რა კარგი ვარ“.

მაგალითად, ადამიანი, რომელიც ბევრს მუშაობს, არ აქვს საკუთარი პიროვნული ღირებულების განცდა. ვერ გრძნობს, რომ ფასეულია და ბევრი შრომის დაფასებით უნდა იგრძნოს საკუთარი ფასეულობა. ან ასევე ჰიპერმზრუნველი, რომელიც ბევრ ადამიანს უკეთებს სიკეთეს - ეს არის, რომ მე მჭირდება შენგან დასტური, დამარწმუნო, რომ საჭირო ვარ. დაბალი თვითშეფასება ეს არის მდგომარეობა, როდესაც ფსიქიკას არ სჯერა საკუთარი საკმარისობისა და არასაკმარისობის კომპენსიერება ხდება „ჰიპერ“ რაღაცების კეთებს“,- ამბობს ილია ნიკაჭაძე.