გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პორტლენდში რადიკალი მემარცხენეების საპროტესტო გამოსვლები და სამართალდამცველებთან შეტაკებები გრძელდება. გამოძიების ფედერალური ბიუროს ადგილობრივმა ოფისმა ბოლო 24 საათში, ფედერალური მუხლით 3 ადამიანი დააკავა.
ივნისის შემდეგ კი ქალაქში 192 აქტივისტი ჰყავთ დაკავებული. სამართალდამცველებთან მორიგი დაპირისპირება კვლავ სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის ოფისის შენობასთან მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე აქტივისტმა ფედერალური აგენტების მიერ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება სცადა.