ჩხოროწყუში 2 დღეა 27 წლის გოგოს ეძებენ

დაკარგუი

ჩხოროწყუში 27 წლის გოგოს ეძებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ანი პაპავა სახლიდან 10 მაისს გავიდა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

,,გთხოვთ გაავრცელეთ…ვეძებთ ! დაიკარგა! ანი პაპავა, 27 წლის. სახლიდან გავიდა 10 მაისს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ნაფიჩხოვოდან. ბოლო ადგილმდებარეობა ფიქსირდება ქუთაისის ავტოსადგურზე. კონტაქტზე აღარ გამოსულა გუშინ შუადღის 4 საათიდან. გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე : 577624333″, – ვკითხულობთ ტექსტში.