ოპოზიცია პარტიებით და მათთან დაკავშირებული სუბიექტებით, არის გარედან მოსული დაკვეთების შემსრულებელი. ესაა მათი მთავარი პროდუქტი, რომელსაც კარგად ყიდიან ევროპაში თუ აშშ-ში - ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მკაფიოდ უნდა ხედავდეს და გრძნობდეს ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის არჩევანში ჩამოუყალიბებელი ნაწილი, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლით, თუ ეს დავუშვათ და მოხდა, საქართველოში თუ რამეს მიადგება მყისიერი ზიანი, ეს არის 12 წლის მანძილზე წვალებით შენარჩუნებული მშვიდობა და სტაბილურობა, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამჟამინდელი ოპოზიცია პარტიებით და მათთან დაკავშირებული სუბიექტებით, არის გარედან მოსული დაკვეთების შემსრულებელი.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მკაფიოდ უნდა ხედავდეს და გრძნობდეს ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის არჩევანში ჩამოუყალიბებელი ნაწილი, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლით, თუ ეს დავუშვათ და მოხდა, საქართველოში თუ რამეს მიადგება მყისიერი ზიანი, ეს არის 12 წლის მანძილზე წვალებით შენარჩუნებული მშვიდობა და სტაბილურობა.ამჟამინდელი ოპოზიცია პარტიებით და მათთან დაკავშირებული სუბიექტებით, არის გარედან მოსული დაკვეთების შემსრულებელი. ესაა მათი მთავარი პროდუქტი, რომელსაც კარგად ყიდიან ევროპაში თუ აშშ-ში და იმედი აქვთ, რომ ამ პროდუქტის მყიდველები ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარებიან“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.