1773909698
„ჩემს ცხოვრებაში ღვთისმშობელმა თავის ნაცვლად პატრიარქი გამოაგზავნა... მას რომ შევხვდი, ველოდებოდი ღმერთის პასუხს...“ - დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი პატრიარქზე
დიდ დიღომში მდებარე, ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი იხსენებს შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, რომელმაც მისი ცხოვრების მიმართულება რადიკალურად შეცვალა.
(ვიდეო ჩაწერილია გასული წლის დეკემბერში)
„პატრიარქმა რომ დიაკვნად მაკურთხა ახალგაზრდა ვიყავი, ენერგიით სავსე, სპორტული მომზადებაც კარგი მქონდა. პატრიარქი იყო ხნიერი. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვღლიდა ახალგაზრდებს. იყო დღეები, როცა მასთან ერთად ვყოფილვართ. თვითონ არასდროს იღლებოდა. ჩვენ კიდევ ფეხზე ძლივს ვიდექით...












