1765961692
ჭარბი წონა უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც ქალების, ასევე მამაკაცების შემთხვევაში - ენდოკრინილოგი განმარტავს
ჭარბი წონა უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც ქალების, ასევე მამაკაცების შემთხვევაში, - თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" ენდოკრინოლოგი, ეკატერინე წაქაძე საუბრობს.
„სიმსუქნე მთელს ორგანიზმზე ახდენს გავლენას. დავიწყოთ გულის დაავადებებიდან (ინსულტი, ინფარქტი) ჭარბი წონის დროს 5-ჯერ მეტია მათი განვითარების რისკი. გავლენას ახდენს ძვალსახსროვან დაავადებებზე - იწვევს ოსტეოართროზს. ასევე, მეტაბოლური დაავადებების გამომწვევია, როგორიცაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, ღვიძლის ცხიმიანობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, არა მხოლოდ ქალებში, არამედ მამაკაცებში. მოქმედებს სპერმის ხარისხზე, მენსტრუაციულ ციკლზე, შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა",- ამბობს ეკატერინე წაქაძე.










