თენგიზ შარმანაშვილი: ვთვლი, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა უფრო ადრეა მოსალოდნელი. დიდი თანხვედრაა ღირებულებებში და იმ ძალებთან დაპირისპირებაში, რომელიც ძირს უთხრის ამერიკაში დემოკრატიას და საქართველოში ჩვენს სუვერენიტეტს

თენგიზ შარმანაშვილი

რაც შეეხება ევროპასთან ურთიერთობას, იქ ვფიქრობთ, რომ დადგება დრო, რომელიც შორს არ არის და თვითონ ევროპელები დაიწყებენ გადახედვას ევრობიუროკრატიის მიერ გადადგმულ ნაბიჯების, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა როგორ ხედავს საქართველო-აშშ-ის და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის მომავალს.

„ვთვლი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს [ურთიერთობების გადატვირთვა] უფრო ადრეა მოსალოდნელი. დიდი თანხვედრაა ღირებულებებში და იმ ძალებთან დაპირისპირებაში, რომელიც ძირს უთხრის ამერიკაში დემოკრატიას და საქართველოში ჩვენს სუვერენიტეტს. ერთგვარი შეფასებები გვაქვს ევრობიუროკრატიის მოქმედებების - თუ როგორ მოქმედებენ თავისივე ევროპული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომელიც აშშ-მა ახლა განაცხადა და ამის თაობაზე ჩვენ ერთი და ორი წლის წინ ვსაუბრობდით. შეუძლებელია ასეთმა თანხვედრამ ახლო ნაბიჯები არ გამოიწვიოს საქართველოსა და ამერიკას შორის. რაც შეეხება ევროპასთან ურთიერთობას, იქ ვფიქრობთ, რომ დადგება დრო, რომელიც შორს არ არის და თვითონ ევროპელები დაიწყებენ გადახედვას ევრობიუროკრატიის მიერ გადადგმულ ნაბიჯების. ეს უკვე მიმდინარეობს. შარშან თუ ამაზე ძალიან მოკრძალებული ხმები ისმოდა, ახლა უფრო ხმამაღალი განცხადებებია“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.