„ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით...“ - გოგა მანიას რჩევები
1766434029
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, 2025 წლის ელჩების კონფერენციის ფარგლებში, სამუშაო სესიის ფორმატში, საქართველოს ელჩებს პარლამენტში უმასპინძლა.
სამუშაო სესია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.
შალვა პაპუაშვილმა ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში, ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელებაში, ასევე, საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში საპარლამენტო დელეგაციებისთვის გაწეული ქმედითი დახმარებისთვის.
შალვა პაპუაშვილი ელჩებს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე ესაუბრა. მან მიმოიხილა კანონები და კანონებში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ეხება ინსტიტუციურ საკითხებს, დემოკრატიის დაცვის მექანიზმებს, პარლამენტის რეგლამენტს, ახალ საარჩევნო კოდექსს, შრომითი მიგრაციის საკითხებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი რეაგირებს მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე და იღებს კანონებს, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.
სესიის მეორე ნაწილი საპარლამენტო დიპლომატიას დაეთმო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დიპლომატიის ორმხრივ და მრავალმხრივ ასპექტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე.
სამუშაო სესიის ფარგლებში აღინიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.
სამუშაო სესიის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩების შეკითხვებს უპასუხა.