24 დეკემბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766516155
23 დეკემბერს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე საუკეთესოები რვა ნომინიაციაში გამოვლინდნენ.
სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები:
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ/რომაული ჭიდაობა)
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ანა ჯაფარიძე (პარატაეკვონდო)
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (პარაძიუდო)
წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – თემურ სამხარაძე (ძალისმიერი სამჭიდი)
წლის საუკეთესო გუნდური სახეობა – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები
წლის საუკეთესო გუნდი – საქართველოს ძიუდოს ნაკრები
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)