ბრაზილიელი ვარსკვლავი ქართული „ნიჭიერის“ ჟიურიში - „რუსთავი 2“ მეგა შოუს ახალ მე-12 სეზონს იწყებს

ნიჭიერი

სასიამოვნო სიახლე „რუსთავი 2-ის“ ერთგული მაყურებლისთვის - არხზე ქართული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მეგა შოუ „ნიჭიერი“ დაიწყება. პროექტის მე-12 სეზონს მონაწილეები როგორც საქართველოდან ასევე იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჰყავს.

რაც შეეხება ჟიურის, რომელიც მე-12 სეზონზე განსაკუთრებული იქნება, მის შემადგენლობაში კი ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი და ინფლუენსერი ჟესიკა კაინია, რომელიც სან-პაოლოდან სპეციალურად "ნიჭიერისთვის" ჩამოვიდა. ბრაზილიელ მსახიობი ფსევდონიმით ჯიქეი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ციფრული კონტენტის შემქმნელია, რომელსაც Instagram-ზე 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მას, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული Netflix-ის პოპულარულ ბრაზილიურ ფილმებსა და სერიალებში.

„ნიჭიერის“ მე-12 სეზონისთვის უკვე ყველაფერი მზად არის.

✕