1769284719
ბავშვბთა კვების კომპანია BaByBio Georgia განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ბაზრიდან Babybio Optima 1-ის ორი პარტია ნებაყოფლობით გაიწვიეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში Baby Bio Georgia ავრცელებს.
კომპანია Vitagerimine ნებაყოფლობით იწვევს საქართველოს ბაზრიდან ჩვილის საკვებ ფორმულას Babybio Optima 1 (800 გ) — პარტიები 894408 (ვარგისიანობა 09/07/2027) და 900035 (ვარგისიანობა 12/08/2027).
კომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკავშირდება საფრანგეთში ბავშვთა კვების რეგულაციების ბოლოდროინდელ გამკაცრებას და მიღებულია პოტენციური რისკების პრევენციის მიზნით.
უფლებამოსილი ორგანოების ცნობით, ჯანმრთელობისთვის რეალური რისკი არ დადასტურებულა და სამედიცინო ჩარევა საჭირო არ არის.
აღნიშნული გაწვევა არ ეხება Babybio Optima 1-ის სხვა პარტიებსა და არც ბრენდის სხვა პროდუქტებს. ასევე, კომპანიის განმარტებით, ოფიციალურ გლობალურ გაწვევაში მოხვედრილი 400-გრამიანი შეფუთვის ერთი პარტია საქართველოში არ შემოსულა.
Vitagerimine მომხმარებლებს მოუწოდებს, ვისაც შეძენილი აქვს აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ პროდუქტი და დააბრუნონ გაყიდვის ობიექტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზი: +995 591 30 44 34










