1758376664
ბათუმში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა - შტორმმა სანაპიროზე ინფრასტრუქტურა დააზიანა

ბათუმში სანაპიროზე შტორმმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეები წაიქცა.
მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ადგილზე მრავალწლოვანი ხეები საბავშვო სკვერს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმში ძლიერი ქარი და წვიმა ამ დრომდე გრძელდება. სანაპიროს ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.