9 პროდუქტი, რომელიც სახლში ყველას უნდა ჰქონდეს

პროდუქტი

მრავალი ადამიანი მაგნიუმის დეფიციტით იტანჯება, თუმცა ამის შესახებ არც კი იცის. მაგნიუმი აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის, კუნთების მუშაობისთვის და სისხლის წნევის რეგულაციისთვის, მაგრამ მისი საკმარისი რაოდენობით მიღება ხშირად პრობლემად იქცევა. თუნდაც ნუში კარგი მაგნიუმის წყაროა (76,5 მგ ერთ უნციაში), თუმცა არსებობენ პროდუქტები, რომლებიც მაგნიუმით კიდევ უფრო მდიდარია. 

რა უნდა მივიღოთ მაგნიუმის დეფიციტის დროს:

გოგრის თესლი: დაახლოებით 28 გრამი მოხალული თესლი უზრუნველყოფს მაგნიუმის დღიური ნორმის 37%-ს. ასევე შეიცავს რკინას, თუთიასა და მცენარეულ ცილას.

კინოა: სრულმარცვლოვანი პროდუქტი, რომელიც იძლევა დღიური ნორმის 28%-ს. მდიდარია B და E ვიტამინებით, რკინით, თუთიითა და ბოჭკოებით.

ჩიას თესლი: უზრუნველყოფს 26%-ს. შეიცავს ბოჭკოს, ანტიოქსიდანტებსა და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. 

ბრაზილიური კაკალი: სელენის გარდა, ერთ ულუფაში მაგნიუმის 25%-ს იძლევა. მდიდარია ვიტამინით E, თუთიით, სპილენძითა და სასარგებლო ცხიმებით.

ედამამე: სოიოს ახალგაზრდა პარკები მაგნიუმის დღიური ნორმის 24%-ს შეიცავს, თანაც სავსეა ცილითა და ბოჭკოთი.

ქაშაყი/სკუმბრია: 85 გრამიანი ულუფა იძლევა 20%-ს. მდიდარია ომეგა-3-ით, D და B12 ვიტამინებით, სელენით.

ქეშიუ: მაგნიუმის 20%, ცილა, გულისთვის სასარგებლო ცხიმები და მინერალები.

ამარანტი: მოხარშული სახით ერთ ჭიქაში დღიური ნორმის დაახლოებით 38%-ს შეიცავს. უფრო მეტ ცილასა და ბოჭკოს გვაძლევს, ვიდრე ყავისფერი ბრინჯი. უგლუტენოა.

ისპანახი: მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, რომელიც მაგნიუმის 19%-ს იძლევა. ასევე მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რკინით, კალციუმით, C და E ვიტამინებით.