1768248959
ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.
„ალექს დე, მე შენი მჯერა და იცი როგორი ძალაც ხარ ჩემი. უშენოდ ეს სამყარო არაფერია. ისევ უნდა გამისამდეთ დე“,- წერს ნათია.
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.











