ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე მეგობრის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„პარასკევს, 6 ივნისს დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს თავს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ჩვენი ერთგული მეგობარი, უკეთილშობილესი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი და უბრალოდ უკარგესი ადამიანი ავთო კვანტალიანი.
ახლაც კი, ამ სიტყვებს რომ ვწერ, ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან ვერასდროს ვიფიქრებდი ავთო, რომ შენზე მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა როდისმე! მადლობა შენს მშობლებს ასეთი, რომ გაგზარდეს! მადლობა შენ ასეთი ერთგულებისთვის, შენი ყველა საქმისთვის, რაც ბევრი ჩვენგანისთვის გაგიკეთებია! მადლობა ამ ყოველთვის კეთილი სახისთვის და უწყვეტი მზაობისთვის სიკეთე გეკეთებინა! მაპატიე, რომ არასდროს მითქვამს შენთვის როგორ მიყვარხარ და ყოველთვის მეიმედები!
გპირდები, რომ არასდროს დაგივიწყებ! მადლობა ყველაფრისთვის! ღმერთს ვთხოვ
გაანათლოს შენი ლამაზი სული! შენ კიდევ სადაც ხარ, იქიდან გეამაყოს შენი ოჯახით და შენს მიერ დატოვებული სახელით! შეხვედრამდე“, - წერს სულაბერიძე.