1749757476
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე რესტორნის მიმდებარედ, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივნისს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ჩხუბში მონაწილე ალ. ყ.-მ დანისმაგვარი
საგნის გამოყენებით დაჭრა ორი პირი. ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმა ალ.ყ.-ს . თავის და სხეულის არეში მრავალჯერ მიაყენეს დაზიანებები . ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები,მათ შორის ალ.ყ. გამოკითხვის მიზნით გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში,სადაც იგი გახდა შეუძლოდ და საიდანაც მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.ალ.ყ. 9 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებულ სამ პირს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.