1749757476
კოტე იოსელიანი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მეუღლე, კოტე იოსელიანი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
საქმე ეხება თინა ბოკუჩავას განცხადებას. პოლიტიკოსმა თქვა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს, სახლთან ჩაუსაფრდნენ, გაიტაცეს და იძულებით ჩააწერინეს ვიდეო-მიმართვა, სადაც კოტე იოსელიანი ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.
„გამოძიებას ჰქონდა კონკრეტული შეკითხვები. არსებობს ყველა ინდიკაცია, მიწოდებულია ყველა ინფორმაცია, არსებობს ყველანაირი გარემოება იმისთვის, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ამ შეკითხვებზე გავეცი პასუხი - რა გეცვა? რომელ საათზე? სად წახვედი? ანუ ჩვეულებრივი შეკითხვები, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა, განსაკუთრებით გამომძიებელს“, - აღნიშნა კოტე იოსელიანმა.