ავარია ქუთაისთან - დაშავებულია 6 ადამიანი

ლენტი

ავტოასგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.

“საშინელი ავარია იყო, 6 ადამიანია დაშავებული, აქედან 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. იმედია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განუცხადა “ინფო იმერეთს”თვითმხილველმა.

,,პრაიმტაიმი" დეტალებს არკვევს.