ძლიერმა ქარმა თბილისში გარკვეული პრობლემები შექმნა - თბილისის მერია

ქარი

ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა. თბილისის მერიის ცნობით, კერძოდ, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდა ხის წაქცევის, ასევე ხის ტოტების მტვრევის ფაქტები.

„თბილისის რაიონების გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

უამინდობის გამო შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22", - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.