ავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე - არის მსხვერპლი

ავარია

წუხელ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომობილების გადამზიდი შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაღუპული დახვდათ, ხოლო ორი ადამიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.