აუცილებელი იყო რეფორმა, კვლევები აუცილებელი იყო, შედეგები სახეზე გვაქვს - დავით გურგენიძე

დავით გურგენიძე

შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. პრემიერმა საზოგადოებას მონაცემები გააცნო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ ყოველწლიურად უნივერსიტეტებში დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს, ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ეტაპობრივად მოხდება, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი პროფესიული განათლების დახვეწა და ხარისხის ამაღლებაა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე. პრეზენტაციას უნივერსიტეტის რექტორები და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის თქმით, აუცილებელი იყო კვლევები.

"აუცილებელი იყო რეფორმა, კვლევები აუცილებელი იყო, შედეგები სახეზე გვაქვს. ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითზე, ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა დავით გურგენიძემ.