აუცილებელი გამოკვლევები და ანალიზები, რომლებიც 45 წლის შემდეგ უნდა ჩაიტაროთ

კვლევა

აუცილებელი გამოკვლევები და ანალიზები, რომლებიც 45 წლის შემდეგ უნდა ჩაიტაროთ ინფარქტის რისკის გამოსარიცხად წელიწადში ერთხელ აუცილებელია ეკგ-ს გადაღება, თუნდაც გულის არეში ტკივილს არ უჩიოდეთ.

მუცლის ღრუს ორგანოების (განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თირკმელებს, ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს), ფარისებრი, წინამდებარე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ.

სასურველია, ყოველწლიურად ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. მწეველმა მამაკაცებმა გამოკვლევა წელიწადში ორჯერ უნდა ჩაიტარონ.ყურადღება მიაქციეთ არტერიული წნევის მაჩვენებლებს. სისტემატურად იზომეთ წნევა.წელიწადში ერთხელ რეკომენდებულია მხედველობის შემოწმება და თვალის წნევის გაზომვა, რათა გამოირიცხოს მხედველობის ნერვის დაზიანება ან ბადურას პრობლემები. 

ასევე აუცილებელია პროქტოლოგის, ანდროლოგის, უროლოგის კონსულტაცია, რათა სასქესო სისტემის დაავადებები გამოირიცხოს.

ზედმეტი არ იქნება ექიმ ნევროლოგის კონსულტაცია, რადგანაც დაძაბული ცხოვრების წესი ნერვული სისტემის მუშაობაზეც აისახება.

6 თვეში ერთხელ აუცილებელია სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის განსაზღვრა. ჭარბი წონის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები წელიწადში 3-4-ჯერ უნდა შემოწმდეს.

სასურველია სასქესო ჰორმონების დონის განსაზღვრაც, რაც მამაკაცის კლიმაქსის პირველი ნიშნების გამოვლენასა და დროულ ჰორმონულ კორექციაში დაგვეხმარება. 

 

წყარო: mkurnali.ge