„არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი“ - რას წერს ირუ ხეჩანოვის დედა

ირუ ხეჩანოვი

„ვოისის” გამარჯვებულის, ირუ ხეჩანოვის დედა, მაკა ელბაქიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ელბაქიძე შვილს საჯაროდ მიმართავს და აღნიშნავს, რომ ოჯახი მისით ამაყობს.

ამასთან, მაკა ელბაქიძე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ირუს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„დე მიყვარხარ ძალიან. უზომოდ მეამაყები დე

შენ ხარ ძალიან თბილი, ტკბილი, მხიარული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი ქვეყანაზე. შენ ხარ ნიჭიერების და წარმატების ვარსკვლავი, ზეიმი

უბედნიერესები ვართ ჩვენი დიდი ოჯახი შენი გამარჯვებით და შენი სიძლიერით, ერთი წამი არ იდარდო არაფერზე

არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი. ასეთივე ადამიანების (კიდევ კარგი რომ არც ისე ბევრნი არიან) არასოდეს არ უხარიათ ვინმეს წარმატება, წინსვლა, გამარჯვება.

ამას ცხოვრება დროდადრო უფრო დაგანახებს და შენ ეს უნდა შეძლოიმიტომ რომ ძალიან რთული პროფესია და გზა აირჩიე. დიახ შენ უნიჭიერესმა გოგომ, ეროვნებით სომეხმა, რომელსაც საოცარი გენი და სისხლი გაქვს, საოცარი წინაპრების შთამომავალმა, რისი ნათელი მაგალითიც შენი ბაბუა, მამა და თავად შენ ხარ.

გახდი საქართველოს ხმა 2023, გილოცავ დეეე

ძალიან ამაყი ვართ ჩვენი დიდი ოჯახი, ჩვენი უზარმაზარი ნაცნობ-სამეგობრო...“- წერს მაკა ელბაქიძე.