არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: საქართველოს მინდა მივუსამძიმრო კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება, ეპოქალური ადამიანისა, რომელიც ათასწლეულებში ერთი მიემადლება ხოლმე ღვთისგან ადამიანებს

 არქიმანდრიტი იოვანე

 მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება, ეპოქალური ადამიანისა, რომელიც ათასწლეულებში ერთი მიემადლება ხოლმე ღვთისგან ადამიანებს, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

„ყველამ დაინახა, ათიათასობით ადამიანი ემშვიდობება უწმინდესს. ამ დღეების განმავლობაში ტაძარი დღისითაც და ღამითაც ღია იქნება და მსურველებს საშუალება ექნებათ გამოემშვიდობონ პატრიარქს“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.