წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773866558
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა.
მან სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და თქვა, რომ იგი ყველასთვის დიდი დანაკარგია:
„მინდა მივუსამძიმრო საქართველოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება. ის ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. ილია მეორესაც ეს სურდა“,- ამბობს რომან დოლიძე.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.