„არ ვიბრძოლებ, პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს“ - რა განცხადებას ავრცელებს ილია თოფურია

ილია თოფურია

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადის.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი, ოფიციალურად ითხოვს განქორწინებას და ჩემპიონის ქონების ნახევარს.

აღნიშნული სკანდალის ფონზე, ილია თოფურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ადასტურებს, რომ პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს და ამის გამო უახლოეს მომავალში ბრძოლას არ აპირებს:

„მომავალი წლის პირველ მეოთხედში არ ვიბრძოლებ. პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს. მინდა ფოკუსირებული ვიყო შვილებზე და სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა, რომ დივიზიონი დაყოვნდეს. UFC-ი საჭირო ორთაბრძოლებს ჩანიშნავს, მე როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ, UFC-ი შევატყობინებ და მზად ვიქნები, რომ დავბრუნდე“, - წერს ილია თოფურია „იქსზე“.