1764348490
„დეკემბრის ორი კვირა შედარებით თბილი იქნება… შემდეგ დაიწყება აციება“ - ამინდის უახლესი პროგნოზი
ნოემბრის ბოლოდან თბილ ამინდებს, ზამთრის სუსხიანი დღეები ჩაანაცვლებს.
„ზოგადად სეზონის პროგნოზი, ტემპერატურა ნორმასთან ახლოსაა, ნალექებიც ნორმის ფარგლებშია. შარშანდელ ზამთარს ძალიან ჰგავს წლევანდელიც. დეკემბერი, ცოტა თბილად იწყება და შემდეგ პერიოდში ველოდებით უფრო აციებას.წავა ტემპერატურის კლება. იანვარი და თებერვალი შედარებით ცივი იქნება",- ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.
1 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით 0 გრადუსი.
დეკემბერი, საქართველოში ცვალებადი ამინდითა და ტემპერატურული ცვალებადობით გამოირჩევა.
თვის პირველი ნახევარი ძირითადად მოღრუბლულობით, პერიოდული ნალექით და ზამთრისთვის დამახასიათებელი დაბალი ტემპერატურით ჩაივლის.
1–3 დეკემბერი:
დეკემბერი ღრუბლიანი ამინდით იწყება. 1 დეკემბერს ტემპერატურა 8–13°C-ის ფარგლებშია.
3 დეკემბერს კვლავ იმატებს მოღრუბლულობა და ტემპერატურა 0–12°C-მდე ეცემა.
4–7 დეკემბერი - ცივი დღეები და ნალექი:
4 და 5 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა 1–5°C და 0–5°C-ს შეადგენს. 6 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 7 დეკემბერს დილის -1°C-თან ერთად ისევ ნალექიანი ამინდია ნაჩვენები.
8 და 9 დეკემბერს ნაწილობრივ მზიანი ამინდია,
ტემპერატურა -2–8°C.
10 დეკემბერს 0–7°C-ია, ხოლო 11 დეკემბერს კვლავ ნალექი ბრუნდება.
13–15 დეკემბერი - ცივი, მაგრამ მზიანი პერიოდი.












