„არ შეიძლება გასახდომი ჩაი, სითხის გამოსადევნი კოქტეილები და მსგავსი სისულელეები" -კვების სპეციალისტი, სანდრო გოგოხია

სანდრო გოგოხია

 „რას მივცეთ წითელი დროშა წონაში კლების დროს?“ – ფიტნეს ტრენერი, კვების სპეციალისტი, სანდრო გოგოხია ვიდეომიმართვაში იმ აკრძალვებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, წონაში კლებას საგრძნობლად აფერხებს.

„ალკოჰოლი – თუნდაც კალორიაში ატევდე, ორგანიზმი ალკოჰოლის მიღებისას იწყებს შხამის გამოდევნაზე მუშაობას და მეორე პლანზე გადადის ცხიმის წვა. ანუ დეფიციტში ხარ, მაგრამ ორგანიზმს არ სცალია შენი წონის კლებისთვის. სრულიად უმოძრაობა – არც ვარჯიში, არც ფეხით სიარული, არც თუნდაც სახლის პირობებში ვარჯიში, მოკლედ სრული უმოქმედობა. ღამის თენება – წონის კლებას ხომ ძალიან უშლის ხელს და თან აბერებს. გასახდომი ჩაი სითხის გამოსადევნი კოქტეილები და მსგავსი სისულელეები“, – ამბობს გოგოხია.