მთავარი ნიშნები, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ - ექიმები ასახელებენ
1763323327
ხაჭაპურის ქვეყანაში საცხობები დიდი დატვირთვით მუშაობს. სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებს მომხმარებლის სიმრავლის პრინციპით ირჩევს. სწორედ ამიტომ, შემოწმება ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საცხობში დაიწყეს.
ვიდრე საცხობში უფლებამოსილი პირი მივიდა, ინსპექტორებმა შემოწმება დაიწყეს. დოკუმენტაციის მიღებამდე, ორგანო-ლეპტიკურად საეჭვოდ მოეჩვენათ სახაჭაპურე ყველი. ინსპექტორმა ყველის საბუთი მოითხოვა, რომელიც ობიექტს არ აღმოაჩნდა. ამ საცხობში გაურკვეველი წარმომავლობის ყველს იყენებენ და შეუძლებელია მისი ვადების დადგენაც.
მენეჯერს არც ლორის ეტიკეტი ჰქონდა და არც პასუხი რეცხვა-დეზინფექციის დეტალებზე.
მწერები საცხობში მრავლად იყო, ბუზები კედლებზე, ჭერზე და საცხობ მაგიდაზე კი, ასევე საკვებ პროდუქტთან შეხებაში იყენებენ სამშენებლო ინვენტარს.
კონკრეტულ ობიექტზე გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა - მაგალითად, ჭურჭელს, რომელსაც საცხობად იყენებენ, ასუფთავებენ ცოცხით და ჭუჭყიანი ღრუბლით. ამ და სხვა დარღვევების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საცხობს საწარმოო პრაქტიკა შეუჩერა და დახურა.
შემოწმდა კიდევ უფრო პოპულარული და ქსელური საცხობი - "ევრო კონდიტერი". სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები ერთი შეხედვით ორგანიზებული ობიექტის შიდა სივრცეში ბევრი აღმოჩნდა. აქ, ინსპექტირების პარალელურად, თანამშრომელმა გასაყიდ დახლზე განათავსა ნამცხვარი, რომელზეც გამოყენებული პოლიეთილენის ნარჩენი ეგდო. შენიშვნა დაიმსახურეს საცხობი ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებითაც. ცხელი ზეტის აპარატიდან ცხიმი წვეთავდა... აქ ღვეზელი, ჩებურეკი და ფუნთუშა ცხვება. ინსპექტორებმა, დოკუმენტაციის შემოწმებისას, აღმოაჩინეს, რომ საცხობში ხაჭაპურისთვის ყველს არ იყენებს. გამოიკვეთა ეტიკეტის წესის დარღვევა, რადგან მომხმარებლებს არ აფრთხილებენ, რომ მათ მიერ შეძენილ ხაჭაპურში ყველი არ არის.
მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა "იმერლების საცხობშიც". პირველ რიგში, დაუდგენელია ყველის ვადა და წარმომავლობა. მაცივარში ჟანგიანი თაროები, ჭუჭყიანი კონტეინერები, ბინძური ღუმელი, გაურეცხავი ჩვრები და აბლაბუდები აღმოჩნდა. ეს ვითარება ამ სივრცეში მომზადებული სურსათის უვნებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ანტისანიტარიაა საცხობ "საამურშიც" - ჭუჭყიანი ინვენტარი, დაუდგენელი ვარგისიანობის პროდუქცია და ეტიკეტირების წესის დარღვევა... რეესტრში გადამოწმებისას გაირკვა, რომ ამ ობიექტს სამეწარმეო საქმიანობის უფლებაც არ აქვს, ამიტომ ის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დახურა.
სეს-მა მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, 11 ათასზე მეტი საზოგადოებრივი კვების ობიექტი შეამოწმა, მათ შორის - საცხობებიც. შემოწმებული 700 სახაჭაპურიდან დაჯარიმდა 150.
რჩევა მომხმარებელს: საკვები შეიძინოს ორგანოზებული ვაჭრობის ობიექტებში, ეჭვის შემთხვევაში, მოითხოვონ დოკუმენტები და გადაამოწმო ეტიკეტი.